აშშ-ში ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი იმართება, რომელსაც ქალაქი ოსტინი მასპინძლობს.
დღეს სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართა, რომელშიც ბოლო წამს პოულ პოზიცია რედ ბულის ნიდერლანელმა პილოტმა მაქს ვერსტაპენმა მოიპოვა.
ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონმა პოული მაკლარენის ბრიტანელ მრბოლელ ლანდო ნორისს წაართვა, რომელიც სპრინტს მე-2 ადგილიდან დაიწყებს, მე-3 კი ასევე მაკლარენის ავსტრალიელი პილოტი, ოსკარ პიასტრი იქნება.
მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა ზაუბერის გერმანელმა მრბოლელმა, ნიკო ჰულკენბერგმა, რომელიც სპრინტის სტარტზე მე-4 იქნება.
სპრინტის კვალიფიკაციის სრული შედეგი ასეთია.

ოსტინში სპრინტი 21:00 საათზე დაიწყება, რბოლის კვალიფიკაცია სტარტს 01:00 საათზე აიღებს, რბოლა კი 19 ოქტომბერს 23:00 საათზე გაიმართება.