აშშ-ში, კერძოდ ქალაქ ოსტინში ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი გაიმართა.
მოგებული სპრინტის კვალიფიკაციის, სპრინტისა და რბოლის კვალიფიკაციის შემდეგ, რბოლაშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მაქს ვერსტაპენმა, რომელიც საჩემპიონო ბრძოლაში აქტიურად დაბრუნდა და ლიდერთან სხვაობა საგრძნობლად შეამცირა.
რბოლაში მე-2 ადგილი ჩემპიონობისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა მრბოლელმა, ლანდო ნორისმა დაიკავა, რომელიც მთელი რბოლის განმავლობაში ამ პოზიციისთვის შარლ ლეკლერთან იბრძოდა. მონეგასკი პოდიუმის მე-3 პოზიციაზე ავიდა.
საჩემპიონო დავის ლიდერ ოსკარ პიასტრის კი საბოლოოდ ცუდი უიქენდი გამოუვიდა და რბოლაში მე-5 ადგილით დაკმაყოფილდა.
შეერთებული შტატების გრან პრიზე ქულები ასე განაწილდა:
1. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 25 ქულა
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 18 ქულა
3. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 15 ქულა
4. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 12 ქულა
5. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 10 ქულა
6. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 8 ქულა
7. იუკი ცუნოდა (რედ ბული) - 6 ქულა
8. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) - 4 ქულა
9. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 2 ქულა
10. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 1 ქულა
სიტუაციაა იძაბება საჩემპიონო ბრძოლაში. ბაქოს გრან პრის წინ მაქს ვერსტაპენსა და ოსკარ პიასტრის შორის სხვაობა 104 ქულა იყო, ახლა კი ნიდერლანდელი ავსტრალიელთან მხოლოდ 40 ქულაშია, ლანდო ნორისი კი თანაგუნდელს სულ რაღაც 14 ქულით ჩამორჩება.
1. ოსკარ პიასტრი - 346 ქულა
2. ლანდო ნორისი - 332 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 306 ქულა
მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებული უკვე ცნობილია მაკლარენის სახით, დიდი ბრძოლაა მე-2 ადგილისთვის, რომლისთვისაც ერთბაშად 3 გუნდი აცხადებს პრეტენზიას.
1. მაკლარენი - 678 ქულა
2. მერსედესი - 341 ქულა
3. ფერარი - 334 ქულა
4. რედ ბული - 331 ქულა
ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი მექსიკაში 24-26 ოქტომბერს გაიმართება.