მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთთან 1/8 ფინალური მატჩის მზადების პროცესში გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ პრესასთან ისაუბრა.
"ჩემთვის ესპანეთი ევროს მოგების დიდი ფავორიტია. საქართველო კი თავის მხრივ პატარა ქვეყანაა დიდი გულით და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვნახოთ რა მოხდება."
"ჩვენ უკვე კარგი ევრო გვქონდა. ახლა კი სიამოვნება უნდა მივიღოთ და ვიბრძოლოთ."
"ამ მატჩების ჩატარება ადვილი არ არის, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. მთელი წელი ვემზადებოდი ამ დონეზე მოსაღწევად და იმედია ასე გაგრძელდება."
"დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და შევეცადოთ, კონტრშეტევაზე სწრაფად წავიდეთ. წინ სწრაფი და ხარისხიანი მოთამაშეები გვყავს."
"1-7-ის დროს ვფიქრობ, არ გაგვიმართლა."
"თითქმის ყველა ესპანელი საშიშია. იამალს ბევრი კარგი მახასიათებელი აქვს: იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე პასებს. ჩემი აზრით, მათ ასევე ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარე ჰყავთ უნაი სიმონის სახით. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და კონცენტრაცია შევინარჩუნოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით."
"ესპანეთში გატარებული წლები კარგად მახსოვს. ვალენსიაში ძალიან კარგი მწვრთნელი მყავს - ხოსე ოჩოტორენა. მასთან მუშაობა პატივია."
"სანიოლმა გვითხრა, რომ ამ დონეზე თამაში გავაგრძელოთ."
"ჩემი სეივებიდან საუკეთესო დიოგუ დალოს დარტყმული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა VAR-ის გადამოწმების შემდეგ პენალტი დაგვინიშნა."
"მიქაუტაძე ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის ძალიან დიდ გუნდში წავა."
"ვფიქრობ, კვარაცხელია მთელ ესპანეთზე უკეთესია."
ბოლო ფრაზა მარკამ გამოცემის გარეკანზეც გაიტანა.
საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს 23:00-ზე გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
7 საათის წინ
9 საათის წინ
8 საათის წინ
7 საათის წინ