დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვევა.
ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას სავარაუდო მეტოქეთა სია 5 გუნდამდეა შემცირებული: მალმიო (შვედეთი), ჟალგირისი (ლიეტუვა), რფს (ლატვია), კუპს (ფინეთი), ტნს (უელსი).
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორპედოს 4 სავარაუდო მეტოქეც ცნობილია: დეჩიჩი (მონტენეგრო), ორდაბასი (ყაზახეთი), ურარტუ (სომხეთი) და პეტროკუბი (მოლდოვა).
გორის დილა განთესილთა შორის იქნება. სავარაუდო მეტოქეთა სია კი შემდეგია: სანტა კოლომა (ანდორა), რასინგ უნიონი (ლუქსემბურგი), ტრე ფიორი (სან მარინო) რაბოტნიჩკი (მაკედონია).
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, კონფერენს ლიგის კი - 18:00-ზე.