ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ლუკა მაისურაძე [-90 კგ] ნახევარფინალში დამარცხდა.
პირველ ეტაპებზე ქართველმა აზერბაიჯანელი ტალიბოვი, იტალიელი პარლატი და ჩეხი კლამერტი გაიარა.
1/4 ფინალურ ეტაპზე ლუკამ მეტოქე ესტონელი კრისტოფერ კალიულადისი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლა დამაჯერებლად მოახერხა.
ნახევარფინალში მაისურაძის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იყო, რომელთანაც იპონით დამარცხდა.
ამავე წონაში იბრძოდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც, რომელმაც 1/8 ფინალში იტალიელ კენი კომი ბედელთან წააგო. მაისურაძის მეტოქე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სწორედ ბედელი იქნება. ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 13 ივნისს დაიწყო და ამ დრომდე საქართველომ ორი მედლის მოპოვება შეძლო - 1 ოქრო, 1 ვერცხლი.