შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.
ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება, გორის დილა კი ლუქსემბურგულ რასინგ უნიონს შეხვდება.
პირველი მატჩები 10 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 17 ივლისს შედგება. ტორპედო პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს, დილა კი საპასუხო თამაშში უმასპინძლებს მეტოქეს.
ჩემპიონთა ლიგაზე იბერიას მეტოქე გაირკვა