ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

მამარდაშვილი მანჩესტერ სიტისთან - ბრძოლა მეორე ადგილისთვის
ფეხბურთიფეხბურთი

მამარდაშვილი მანჩესტერ სიტისთან - ბრძოლა მეორე ადგილისთვის

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ სიტი და ლივერპული - ორი გუნდი, რომლებმაც გასული ათწლეულის განმავლობაში ტიტულისთვის არაერთი ბრძოლა გამოიარეს - ამჯერად პრემიერ ლიგის ლიდერ არსენალს მისდევენ, დღეს კი ერთმანეთს მნიშვნელოვან შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.


მატჩის სიახლეები და ამჟამინდელი ფორმა


სიტიმ გასულ კვირაში აჩვენა, რომ ისინი ფორმას უბრუნდებიან - შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან 4-1 მოგება მათი მეშვიდე გამარჯვება იყო ბოლო რვა მატჩში (1 წაგება). ქალაქელები ახლა ისევ ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც გასულ შაბათ-კვირას ბორნმუთთან 3-1 მოიგეს, რაც მათთვის ჩემპიონატში შინ ბოლო 10 მატჩში მეცხრე გამარჯვება იყო (1 წაგება). ამას ემატება ისიც, რომ პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონებთან ბოლო 12 მატჩიდან მათ ათი მოიგეს (1 ფრე, 1 წაგება).


ლივერპულმა კი აჩვენა, რომ სეზონის დასაწყისში შესამჩნევი მერყეობა შესაძლოა უკვე უკან მოიტოვა - გასულ კვირაში მათ ასტონ ვილასა და რეალს მშრალად სძლიეს. პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონებს მანამდე ჩემპიონატში ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდათ წაგებული, სანამ ვილას დაამარცხებდნენ - ამ გამარჯვებამ ისინი ტურის დაწყებამდე ტოპ 3-ში მოაქცია და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან სიტის. არნე სლოტი ახლა ეცდება გასვლაზე გუნდის სამმატჩიანი წაგებების სერია დაასრულოს - ზედიზედ ოთხი გასვლითი მარცხი მათ 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.


ურთიერთშეხვედრების ისტორია


ლივერპულმა შარშან ორჯერ დაამარცხა სიტი (ორივე 2-0), თუმცა მათ 1991 წლის შემდეგ არ მოუგიათ ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი სიტისთან. პეპ გვარდიოლას გუნდმა კი ჩემპიონატის ბოლო 12 შეხვედრაში 10-ჯერ არ წააგო ლივერპულთან (4 მოგება, 6 ფრე).


ცხელი სტატისტიკა 


სიტის ბოლო შვიდი საშინაო მატჩიდან ხუთში პირველი ტაიმის შედეგი მთლიან მატჩშიც განმეორდა.


სიტის ზედიზედ ექვსი საშინაო გამარჯვება ორბურთიანი სხვაობით დასრულდა.


ლივერპულს ყველა ტურნირის ბოლო 16 მატჩში ფრე არ აქვს (10 მოგება, 6 წაგება).


ლივერპულის ბოლო რვა გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი დასრულდა 2+ბურთიანი სხვაობით.


სათამაშო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები და დანაკლისი


ერლინგ ჰალანდმა თავის ბოლო ცხრა საშინაო მატჩში გაიტანა, როგორც კლუბის, ისე ნაკრების შემადგენლობაში (19 გოლი), მათ შორის ჩემპიონატის ბოლო ოთხ საშინაო თამაშში დუბლი - კიდევ ორი გოლი მას პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფ 100 გოლამდე მიიყვანს.


დომინიკ სობოსლაიმ გასულ სეზონში ამ დაპირისპირებაში გაიტანა, ამასთან 29 კლუბური მატჩიდან, რომლებშიც გოლი შეაგდო, 28 მოიგო (1 წაგება).


სიტის ფორმაში დაბრუნება ნაწილობრივ მათი თითქმის სრულად ჯანმრთელი შემადგენლობითაც აიხსნება, ლივერპულს კი შესაძლოა ალექსანდერ ისაკი დაუბრუნდეს შემადგენლობაში.


სავარაუდო შემადგენლობები


სიტი - დონარუმა; ნუნიესი, დიაში, გვარდიოლი, ო'რაილი; გონსალესი; სილვა, რეინდერსი, ფოდენი, დოკუ; ჰალანდი


ლივერპული - მამარდაშვილი; ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი; გრავენბერხი, მაკ ალისტერი; სალაჰი, სობოსლაი, გაკპო; ეკიტიკე


ასტონ ვილასთან და რეალთან მშრალად შენახული კარის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის კიდევ ერთი დიდი გამოცდა ელოდება მანჩესტერ სიტისა და ერლინგ ჰალანდთან დაპირისპირების სახით.


მსაჯი


მატჩს კრის კავანა განსჯის, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში იმსაჯა.


ლიდსი 1-0 ევერტონი (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)

ფულემი 1-1 მანჩესტერი (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)

ლივერპული 1-0 არსენალი (4 ყვითელი ბარათი)

ნიუკასლი 1-0 ვულვზი (5 ყვითელი ბარათი)

ბრაიტონი 2-2 ტოტენჰემი (3 ყვითელი ბარათი)

კრისტალ პალასი 2-1 ლივერპული (4 ყვითელი ბარათი)

ნოტინგემი 0-3 ჩელსი (5 ყვითელი ბარათი, 1 მეორე ყვითელი ბარათ0

ბარნლი 0-2 არსენალი (3 ყვითელი ბარათი)


მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლივერპული
გიორგი მამარდაშვილი
მან სიტი
პრევიუ
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: ჰამბურგმა დორტმუნდთან ქულა აიღო - გოჩოლეიშვილმა 74 წუთი ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰამბურგმა დორტმუნდთან ქულა აიღო - გოჩოლეიშვილმა 74 წუთი ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტი - ლივერპული [სასტარტო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერ სიტი - ლივერპული [სასტარტო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მოგერიებული პენალტიიი! მამარდაშვილმა ჰალანდის დარტყმული აიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მოგერიებული პენალტიიი! მამარდაშვილმა ჰალანდის დარტყმული აიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენი ხანი ვერ ითამაშებენ მიქაუტაძე და კაკაბაძე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენი ხანი ვერ ითამაშებენ მიქაუტაძე და კაკაბაძე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 ნოე, 2025

VIDEO: ჰამბურგმა დორტმუნდთან ქულა აიღო - გოჩოლეიშვილმა 74 წუთი ითამაშა

News image

2 სთ წინ

მანჩესტერ სიტი - ლივერპული [სასტარტო შემადგენლობები]

News image

5 წთ წინ

VIDEO: მოგერიებული პენალტიიი! მამარდაშვილმა ჰალანდის დარტყმული აიღო

News image

22 სთ წინ

რამდენი ხანი ვერ ითამაშებენ მიქაუტაძე და კაკაბაძე?