GEO TEAM-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს სანაკრებო პაუზის შემდეგ განაახლებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ბარსელონაში ესპანიოლთან მატჩისთვის უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მატჩისწინა ვარჯიში ნაადრევად, მუხლზე დისკომფორტის გამო დაასრულა - ფეხბურთელს პატელარული მყესის დაჭიმულობა აქვს.
ოთარ კაკაბაძე კი აქილევსის მყესის ტრავმის გამო 4-6 კვირით იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს მოედანს ვეღარ დაუბრუნდება.
პოლონეთის ჩემპიონატის პირველი წრე 7 დეკემბერს მთავრდება, ამ დრომდე კი ფეხბურთელი დაბრუნებას ვერ მოასწრებს. ოთარ კაკაბაძე გუნდთან ერთად ვარჯიშს 2026 წლის იანვრიდან განაახლებს.
ცვლილება შემადგენლობაში - საქართველოს ნაკრებს 2 მოთამაშე გამოაკლდა