სომხეთი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელიც 11-13 სექტემბერს იმართება.
ამ ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 14 სპორტსმენით წარდგება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა წონთი კატეგორიების მიხედვით ასეთია: 57 კგ - ლუკა ღვინჯილია, 65 კგ - ოთარ მამულაშვილი, 70 კგ - ლევან ქელეხსაშვილი, 70 კგ - ლუკა გუგეშაშვილი, 79 კგ - ლუკა მარგველიძე, 86 კგ - ლუკა კვატაშიძე, 86 კგ - თორნიკე თულაშვილი, 92 კგ - თეიმურაზ ქოჩქიანი, 92 კგ - ზაურ ბერაძე, 92 კგ - ევსემ შველიძე, 97 კგ - რამინ გულიტაშვილი, 97 კგ - ალექსი თოდუა, 97 კგ - კონსტანტინე პეტრიაშვილი და 125 კგ - მერაბ სულეიმანიშვილი.
აღნიშნულ შეჯიბრებაზე ქართველ მოჭიდავეებს მწვრთნელები: აკაკი კუნჭულია, ბესო ქალდანი და ზვიად გვილავა ხელმძღვანელობენ. ტურნირი მნიშვნელოვანი ეტაპია სპორტსმენებისთვის, რათა საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება მიიღონ და ძალები ძლიერ მეტოქეებთან მოსინჯონ.