პოლონური კრაკოვია საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველთან, ოთარ კაკაბაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობს.
31 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელიც გუნდში უკვე მეექვსე სეზონს ატარებს და კაპიტნის ფუნქციებსაც ითავსებს, კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა, არტურ სობეხმა პოლონურ მედიასთან განაცხადა, ხელმძღვანელობა იმ გამოცდილ ფეხბურთელებთან მართავს მოლაპარაკებებს, რომლებსაც გუნდში საკვანძო როლი აკისრიათ:
ვესაუბრებით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც კონტრაქტები უმთავრდებათ - ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებს, როგორებიც კაკაბაძე და კლიხი არიან, რომლებიც გასახდელში ატმოსფეროს ქმნიან. ასე რომ, საკითხის განხილვა გრძელდება.
მიმდინარე სეზონში კაკაბაძემ ექსტრაკლასას შვიდივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასითაც გამოირჩა, მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონის დიდი ნაწილი ტრავმისა და ოპერაციის გამო გაუცდა.
* ახალი კონტრაქტი კრაკოვში: აგრძელებს თუ არა „კრაკოვია“ მოლაპარაკებებს ოთარ კაკაბაძესთან?
* სპორტული დირექტორის კომენტარი: რას ამბობს არტურ სობეხი გამოცდილი ფეხბურთელების შენარჩუნებაზე?
* ქართველი მცველის სტატისტიკა: რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა კაკაბაძე პოლონური კლუბისთვის?
* სატურნირო ვითარება: რა პოზიციას იკავებს „კრაკოვია“ პოლონეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში?