VIDEO: ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში სეზონის მეორე გოლი შეაგდო
29 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პოლონეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში კრაკოვიამ საკუთარ მოედანზე პუშა ნიეპოლომიცე 3:1 დაამარცხა.
მატჩის 44-ე წუთზე თავის გამოჩენა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ მოახერხა, რომელმაც ტაბლოზე ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძლებმა კაკაბაძის გათანაბრების შემდეგ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს და თამაშიც მოიგეს. 26 ტურის შემდეგ კრაკოვია 41 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება.