1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, სომხეთთან მოგებული თამაში (3:0) შეაფასა.
„მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა და გამარჯვებით გახარებული ვარ. თბილისში იმაზე მაგარ ატმოსფეროს ველოდებით, ვიდრე აქ იყო.
მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც გვერდში დაგვიდგა, ამხელა გზაზე ჩამოვიდა და დაგვაფასა.
გოლის ეპიზოდში კარგი პასი გამომივიდა. აქამდე ასისტი არასდროს არ მქონია გაკეთებული და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე. როგორც ყოველთვის, სავსე დინამო არენას ველოდებით.
ვიცი, რომ ბევრი ხალხი და კარგი ატმოსფერო გველოდება. ყოველთვის მაბედნიერებს ნაკრების კარში დგომა და მითუმეტეს მაშინ, როცა სახლში ვთამაშობთ." - აღნიშნა მამარდაშვილმა.
საპასუხო დაპირისპირება სომხეთთან 23 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები