მანჩესტერ სიტიმ პალმეირასთან ალანის ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ენცო მარესკას გუნდს ახალი გარემარბი შეუერთდება. ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.
კლუბები ამჟამად საჭირო დოკუმენტებს ცვლიან, რის შემდეგაც ალანი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი გახდება.
მანჩესტერ სიტის შეტევის გაძლიერების მიზნით ალანი რამდენიმე სამიზნიდან ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ჰყავდა შერჩეული.
თუმცა, პალმეირასი ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელი არ იყიდებოდა. წყაროების ცნობით, ალანის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით 100 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა კლუბები 40 მილიონზე შეთანხმდნენ.
სიტის შემტევ ხაზს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში სავინიო და ომარ მარმუში ტოვებენ, რომლებიც კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებნ.
შეთანხმება შედგა - სიტი კიდევ ერთ ნახევარმცველს უშვებს