ფორმულა 1-ში სინგაპურის გრან პრი ახლოვდება.
გრან პრის წინ ჟურნალისტმა ჯორჯ რასელს მაქს ვერსტაპენზე და მის საჩემპიონო შანსზე ჰკითხა.
"რამდენი პროცენტით შეაფასებდი მაქსის საჩემპიონო შანსს?"
"100%-ით" - უპასუხა მერსედესის პილოტმა კითხვას და იქვე მჯდომ ლანდო ნორისს სიცილით გახედა.
ამ მომენტისთვის საჩემპიონო სურათში ოსკარ პიასტრი, ლანდო ნორისი და მაქს ვერსტაპენი არიან.
პიასტრი (მაკლარენი) - 324 ქულა
ნორისი (მაკლარენი) - 299 ქულა
ვერსტაპენი (რედ ბული) - 255 ქულა
2025 წლის სეზონში კიდევ 7 გრან პრია ჩასატარებელი. სინგაპურის გრან პრი 3-5 ოქტომბერს გაიმართება.