FIA-მ განაცხადა, რომ თურქეთის გრან პრი ფორმულა 1-ის კალენდარში 2027 წლიდან დაბრუნდება.
თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან ახალი შეთანხმების საფუძველზე, სტამბოლის პარკი კალენდარში 2031 წლის სეზონის ჩათვლით დადასტურდა.
ფორმულა 1-ის პარტნიორი თურქეთის ავტოსპორტის ფედერაცია (TOSFED) იქნება, რომელიც მომავალ ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს.
თურქეთის გრან პრი ბოლოს 2020 და 2021 წლებში გაიმართა, სადაც ლუის ჰამილტონმა 2020 წელს თავისი მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, რითაც მიხაელ შუმახერის ყველა დროის რეკორდს გაუთანაბრდა.
სტამბოლის პარკი პირველად ფორმულა 1-ის კალენდარში 2005 წელს შევიდა და მალევე მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული ტრასის რეპუტაცია. 5.33 კილომეტრიანი კონფიგურაცია სიმაღლის მკვეთრი ცვლილებებით გამოირჩევა, რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის როგორც მრბოლელის უნარებს, ისე მანქანის შესაძლებლობებს.
მრავალაპექსიანი მე-8 მოსახვევი მძღოლებისთვის უნარისა და სიზუსტის ნამდვილ გამოცდას წარმოადგენს, სადაც აუცილებელია სიჩქარისა და ბალანსის შენარჩუნება გრძელ, მომრგვალებულ მარცხენა მოსახვევში.
სტამბოლის პარკზე ბოლო გამარჯვებული ვალტერი ბოტასი იყო 2021 წელს მერსედესის გუნდთან ერთად. ის, ჰამილტონთან ერთად, არის ერთ-ერთი მოქმედი მრბოლელია, რომელსაც თურქეთის გრან პრი აქვს მოგებული.