• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ლამბიასე მიდის - ვერსტაპენი მარჯვენა ხელს კარგავს
სხვა სპორტისხვა სპორტი

ლამბიასე მიდის - ვერსტაპენი მარჯვენა ხელს კარგავს

09 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მაქს ვერსტაპენის გარშემო სენსაციური სიახლე გავრცელდა.


ნიდერლანდელის მრავალწლიანი ინჟინერი ჯანპიერო ლამბიასე 2027 წლის ბოლოს რედ ბულს დატოვებს და მაკლარენს შეუერთდება.


De Limburger-ის ინფორმაციით, მაკლარენმა ლამბიასესთვის ბრძოლაში ასტონ მარტინსა და უილიამსს აჯობა. გავრცელებული ცნობებით,  ლამბიასე მაკლარენს მრავალმილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.


ვარაუდობენ, რომ ლამბიასეს გადაბირება შესაძლოა ცვლილებებს ნიშნავდეს მაკლარენის ხელმძღვანელობაში, რადგან გუნდის ხელმძღვანელ ანდრეა სტელას ფერარიში შესაძლო დაბრუნებას უკავშირეენ.


ეს გარიგება შეესაბამება მაკლარენის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც რედ ბულიდან მაღალი დონის პერსონალის გადაბირებას უკავშირდება. ადრე გუნდს შეუერთდნენ რობ მარშალი მთავარი დიზაინერის პოზიციაზე და უილ კორტნი სპორტული დირექტორის პოზიციაზე.


ვერსტაპენისთვის ლამბიასეს დაკარგვა მნიშვნელოვანი დარტყმაა. ისინი ერთად 2016 წლის მაისიდან მუშაობენ, როცა ნიდერლანდელი მრბოლელი ტორო როსოდან რედ ბულში დაწინაურდა და ამ პარტნიორობამ მას ოთხი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.


ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაკარგია რედ ბულისთვის - გასულ წელს გუნდიდან ადრიან ნიუი (ასტონ მარტინში) და ჯონათან უიტლი (აუდიში) წავიდნენ.


გუნდის მთავარი მრჩეველი ჰელმუტ მარკოც გასული წლის ბოლოს წავიდა, ხოლო გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი ივლისში გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ლორან მეკისი დაინიშნა.


ჯანპიერო ლამბიასეს რედ ბულიდან წასვლა კიდევ უფრო ამძაფრებს მაქს ვერსტაპენის გარშემო არსებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ნიდერლანდელი მალე ფორმულა 1-ის კარიერას დაასრულებს, რაც მის მიერ ახალი რეგულაციების უკმაყოფილებით არის გამოწვეული.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფორმულა 1
მაქს ვერსტაპენი
რედ ბული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სკანდალი ფორმულა 1-ში: ფერარი მერსედესს FIA-ში უჩივის

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

სკანდალი ფორმულა 1-ში: ფერარი მერსედესს FIA-ში უჩივის
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,მაშინ დავიწყებ, როცა ის გავა" - ვერსტაპენი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,მაშინ დავიწყებ, როცა ის გავა" - ვერსტაპენი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

„მინდა, რომ სიამოვნება მივიღო“ - ვერსტაპენი F1-ში საკუთარ მომავალს განიხილავს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

„მინდა, რომ სიამოვნება მივიღო“ - ვერსტაპენი F1-ში საკუთარ მომავალს განიხილავს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

რამდენს გამოიმუშავებენ კიმ კარდაშიანი და ჰემილტონი?

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

რამდენს გამოიმუშავებენ კიმ კარდაშიანი და ჰემილტონი?
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

25 მარ, 2026

სკანდალი ფორმულა 1-ში: ფერარი მერსედესს FIA-ში უჩივის

News image

26 მარ, 2026

,,მაშინ დავიწყებ, როცა ის გავა" - ვერსტაპენი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

News image

29 მარ, 2026

„მინდა, რომ სიამოვნება მივიღო“ - ვერსტაპენი F1-ში საკუთარ მომავალს განიხილავს

News image

09 აპრ, 2026

რამდენს გამოიმუშავებენ კიმ კარდაშიანი და ჰემილტონი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება