4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რედ ბულის 28 წლის მრბოლელმა თქვა, რომ „არ სიამოვნებს მთელი ეს ფორმულა“ მას შემდეგ, რაც ამ სეზონში ძრავის წესებში ცვლილებები შევიდა.
BBC Sport-თან ინტერვიუში, კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სეზონის ბოლოს წავა, ნიდერლანდელმა უპასუხა: „ზუსტად ამას ვამბობ. ყველაფერზე ვფიქრობ, რაც ამ პადოკში ხდება.
პირადად ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე უნდა გაითვალისწინო 24 რბოლა. ამჯერად 22-ია. მაგრამ ჩვეულებრივ 24. და მერე ფიქრობ, ღირს თუ არა? თუ უფრო მსიამოვნებს სახლში ყოფნა ოჯახთან ერთად? მეგობრების უფრო ხშირად ნახვა, როცა სპორტით აღარ ხარ ბედნიერი?“
მინდა, რომ სიამოვნება მივიღო
ანტონელიმ ზედიზედ მე-2 რბოლა მოიგო და ჩემპიონატში გალიდერდა
ვერსტაპენმა BBC Radio 5 Live-სთან ინტერვიუში სუზუკაზე გამართული რბოლის შემდეგ ისაუბრა.
მან თქვა, რომ მისი უკმაყოფილება არ უკავშირდება რედ ბულის არაკონკურენტუნარიანობას სეზონის დასაწყისში, რომელიც ფორმულა 1-ის ისტორიაში რეგულაციების ყველაზე დიდ ცვლილებებს მოჰყვა.
„მარტივად შემიძლია მივიღო P7 ან P8-ზე ყოფნა. ვიცი, რომ ყოველთვის ვერ იქნები დომინანტი, ან პირველი, ან მეორე, ან მუდმივად პოდიუმისთვის მებრძოლი. ამაში ძალიან რეალისტური ვარ და უკვე გამოვლილი მაქვს. მე მხოლოდ გამარჯვებები არ მქონია F1-ში.
მაგრამ ამავე დროს, როცა ხარ მე-7 ან მე-8 ადგილზე და არ მოგწონს მთლიანად ის ფორმულა, რომელიც ამის უკან დგას, ეს მრბოლელისთვის ბუნებრივი არ არის.
რა თქმა უნდა, ვცდილობ შევეგუო, მაგრამ არ არის სასიამოვნო ის, როგორ უნდა იასპარეზო. ეს რეალურად ანტი-მართვაა და ერთ მომენტში უბრალოდ ხვდები, რომ ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც გინდა.
და რა თქმა უნდა, შეგიძლია შეხედო ამას და იფიქრო დიდ ფულზე. მშვენიერია. მაგრამ საბოლოოდ საქმე ფულში აღარ არის, რადგან ეს ყოველთვის ჩემი ვნება იყო.“ - თქვა მან.
ვერსტაპენმა 2021-24 წლებში ზედიზედ 4-ჯერ მოიგო მრბოლელთა ჩემპიონატი და გასულ წელს ტიტული მხოლოდ 2 ქულით წააგო ლანდო ნორისთან.
თუმცა, 2026 წელი მისთვის რთულად დაიწყო, ავსტრალიაში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩინეთში გამართულ წინა რბოლას გამოეთიშა.
„ბავშვობაში ეს იყო ის, რაც მინდოდა გამეკეთებინა და მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რას მივაღწევდი და რამდენ ფულს ვიშოვიდი. ბავშვი ამაზე არ ფიქრობს. და არც ახლაა საქმე ამაში.
მინდა აქ ვიყო იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო, კარგი დრო გავატარო და პროცესით ვისიამოვნო. ამ მომენტში ეს ნამდვილად ასე არ არის.
რა თქმა უნდა, ზოგი ასპექტი მაინც მომწონს. მომწონს გუნდთან მუშაობა, ეს თითქოს მეორე ოჯახია. მაგრამ როცა მანქანაში ვჯდები, სამწუხაროდ ეს აღარ არის ყველაზე სასიამოვნო.
ვცდილობ. ყოველდღე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ვცადო და ვისიამოვნო. უბრალოდ ძალიან რთულია.“
არ არის საჭირო, რომ ვინმემ შემიბრალოს

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები