• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ანტონელიმ ზედიზედ მე-2 რბოლა მოიგო და ჩემპიონატში გალიდერდა
სხვა სპორტისხვა სპორტი

ანტონელიმ ზედიზედ მე-2 რბოლა მოიგო და ჩემპიონატში გალიდერდა

29 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიმი ანტონელიმ იაპონიის გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვა.


იტალიელი გახდა ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ისტორიაში მას შემდეგ, რაც დამაჯერებელი რბოლა ჩაატარა და ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა, ოსკარ პიასტრისა და შარლ ლეკლერის წინ.


როდესაც სუზუკას ტრასაზე სტარტის შუქები ჩაქრა, პიასტრიმ შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ მოსახვევში ლიდერობა მოიპოვა, მაშინ როცა მერსედესის ბოლიდები ჩამორჩნენ. თუმცა, „ვერცხლისფერი ისრების“ პილოტებმა მალევე დაიწყეს დაბრუნება, ჯორჯ რასელმა პიასტრის ლიდერობისთვისაც კი შეუტია, თუმცა გადასწრება ვერ მოახერხა.


მას შემდეგ, რაც რამდენიმე პილოტმა პიტ-სტოპები შეასრულა, მათ შორის პიასტრიმ და რასელმა, ჰაასის პილოტ ოლი ბერმანის მძიმე ავარიამ 22-ე წრეზე უსაფრთხოების მანქანა გამოიწვია. ამან ანტონელის მისცა შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ პიტში არ იყო შესული და დროებით ლიდერობდა, პიტში შესულიყო და კვლავ პირველ პოზიციაზე დაბრუნებულიყო.


ამის შემდეგ ახალგაზრდა იტალიელმა იდეალური რესტარტი შეასრულა, შეინარჩუნა პირველი ადგილი და წინ დიდი უპირატესობა შექმნა. ფინიშის ხაზი მან პიასტრიზე 13.722 წამით ადრე გადაკვეთა, ხოლო ამ გამარჯვებამ მას მრბოლელთა ჩემპიონატის ლიდერობაც მოუტანა და ამით ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.


პიასტრიმ სეზონში თავისი პირველი ფინიში შთამბეჭდავად აღნიშნა, ავსტრალიელმა მაკლარენს სეზონის პირველი პოდიუმი მოუტანა მე-2 ადგილით, ხოლო ლეკლერმა რასელს გაუძლო და მე-3 ადგილი დაიკავა.


რბოლის შედეგად ქულები ასე განაწილდა:


1. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 25 ქულა

2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 18 ქულა

3. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 15 ქულა


4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 12 ქულა

5. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 10 ქულა

6. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 8 ქულა

7. პიერ გასლი (ალპინი) - 6 ქულა

8. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 4 ქულა

9. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 2 ქულა

10. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 1 ქულა


მრბოლელთა საჩემპიონო დავაში ასეთი სიტუაციაა:


1. კიმი ანტონელი - 72 ქულა

2. ჯორჯ რასელი - 63 ქულა

3. შარლ ლეკლერი - 49 ქულა

4. ლუის ჰამილტონი - 41 ქულა

5. ლანდო ნორისი - 25 ქულა


6. ოსკარ პიასტრი - 21 ქულა

7. ოლივერ ბერმანი - 17 ქულა

8. პიერ გასლი - 15 ქულა

9. მაქს ვერსტაპენი - 12 ქულა

10. ლიამ ლოუსონი - 10 ქულა


ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში გაუქმებული ღონისძიებების გამო, ფორმულა 1 აპრილში დაისვენებს და 1-3 მაისს მაიამის გრან-პრით დაბრუნდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფერარი
მაკლარენი
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,იტალიელებმა ფეხბურთიდან ყურადღება სინერსა და ანტონელიზე გადაიტანეს" - ტოტო ვოლფი

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,იტალიელებმა ფეხბურთიდან ყურადღება სინერსა და ანტონელიზე გადაიტანეს" - ტოტო ვოლფი
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელის ზედიზედ მე-4 გამარჯვება - რასელი რბოლას გამოეთიშა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელის ზედიზედ მე-4 გამარჯვება - რასელი რბოლას გამოეთიშა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელი: „ეს ნამდვილად არ იყო ისეთი გამარჯვება, როგორიც მინდოდა“

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელი: „ეს ნამდვილად არ იყო ისეთი გამარჯვება, როგორიც მინდოდა“
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონი: „ეს ფერარიში ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა"

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონი: „ეს ფერარიში ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა"
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

05 მაი, 2026

,,იტალიელებმა ფეხბურთიდან ყურადღება სინერსა და ანტონელიზე გადაიტანეს" - ტოტო ვოლფი

News image

18 სთ წინ

ანტონელის ზედიზედ მე-4 გამარჯვება - რასელი რბოლას გამოეთიშა

News image

4 სთ წინ

ანტონელი: „ეს ნამდვილად არ იყო ისეთი გამარჯვება, როგორიც მინდოდა“

News image

3 სთ წინ

ჰამილტონი: „ეს ფერარიში ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება