• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ანტონელის ზედიზედ მე-4 გამარჯვება - რასელი რბოლას გამოეთიშა
სხვა სპორტისხვა სპორტი

ანტონელის ზედიზედ მე-4 გამარჯვება - რასელი რბოლას გამოეთიშა

24 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიმი ანტონელიმ კანადის დრამატულ გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატში თავისი უპირატესობა 43 ქულამდე გაზარდა.


ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მერსედესში მისი თანაგუნდელი ჯორჯ რასელი რბოლას 30-ე წრეზე ძრავის სისტემის პრობლემის გამო გამოეთიშა.


რბოლის საწყის ეტაპზე ლიდერობისთვის რასელსა და ანტონელის შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, სადაც რამდენიმე საკამათო ეპიზოდიც იყო და მრბოლელები არაერთხელ უცვლიდნენ ერთმანეთს პირველ პოზიციას.


თუმცა ეს დუელი რასელისთვის გულდასაწყვეტად დასრულდა - ბრიტანელს მოულოდნელი ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ტრასაზე გაჩერება მოუწია.


გამოცხადდა ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი, რის შემდეგაც მონაწილეთა უმეტესობამ პიტ-სტოპი შეასრულა, ხოლო ანტონელი კომფორტული უპირატესობით დარჩა მე-2 ადგილზე მყოფ მაქს ვერსტაპენთან შედარებით.


ამის შემდეგ იტალიელი ლიდერობას უპრობლემოდ ინარჩუნებდა და ფინიშის ხაზი 10.7 წამით ადრე გადაკვეთა, რითაც ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა.


ლუის ჰამილტონმა ფერარის რიგებში ძლიერი გამოსვლა აჩვენა და მე-2 ადგილი დაიკავა - 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ბოლო წრეებზე რედ ბულის მრბოლელ მაქს ვერსტაპენს გადაუსწრო.


ვერსტაპენმა მე-3 ადგილი შეინარჩუნა და სეზონში თავისი პირველი პოდიუმი მოიპოვა, ხოლო შარლ ლეკლერმა (ფერარი) და ისაკ ჰაჯარმა (რედ ბული), შესაბამისად, მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავეს.


ფრანკო კოლაპინტომ ალპინისთვის წარმატებული სერია გააგრძელა და მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო რეისინგ ბულსის ლიამ ლოუსონმა მცირედი უპირატესობით აჯობა ალპინის პიერ გასლის - მათ მე-7 და მე-8 პოზიციები მოიპოვეს.


კარლოს საინსმა უილიამსის ქულათა მარაგს მე-9 ადგილით შემატა, ხოლო ჰაასის ოლი ბერმანმა ბოლო ქულა მოიპოვა და მე-10-ზე გავიდა.


ოსკარ პიასტრიმ მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა - ეს მაკლარენისთვის მძიმე დღე აღმოჩნდა, რადგან ორივე ბოლიდის საბურავების სტრატეგიამ არ გაამართლა.


აუდის მრბოლელებმა ნიკო ჰულკენბერგმა და გაბრიელ ბორტოლეტომ მე-12 და მე-13 ადგილები დაიკავეს. მათ მოჰყვნენ ჰაასის ესტებან ოკონი, ასტონ მარტინის ლანს სტროლი და კადილაკის ვალტერი ბოტასი - მე-14-დან მე-16 ადგილებამდე.


რასელთან ერთად რბოლას კიდევ 5 მრბოლელი გამოეთიშა. მაკლარენის რთული დღე კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ლანდო ნორისმა გადაცემათა კოლოფის პრობლემის შესახებ აცნობა გუნდს და შეწყვიტა რბოლა. ბრიტანელი თავიდანვე ცდილობდა პოზიციების დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ლიდერობისას მე-2 წრეზე პიტზე შევიდა საბურავების შესაცვლელად.


კადილაკის სერხიო პერესი დაკიდების სისტემის დაზიანების გამო გამოეთიშა ასპარეზობას, ხოლო ასტონ მარტინის ფერნანდო ალონსომ რბოლა სავარძლის პრობლემის გამო ვერ გააგრძელა.


უილიამსის ალექს ალბონი პიასტრის შეჯახების შედეგად გავარდა რბოლიდან, ამ ინციდენტისთვის კი პიასტრის ჯარიმა დაეკისრა.


რეისინგ ბულსის არვიდ ლინდბლადმა კი საერთოდ ვერ დაიწყო რბოლა, რადგან სტარტის წინ გრიდზე გადაბმულობის პრობლემა შეექმნა.


მრბოლელთა ცხრილში ასეთი სიტუაციაა:


1. კიმი ანტონელი - 131 ქულა

2. ჯორჯ რასელი - 88 ქულა

3. შარლ ლეკლერი - 75 ქულა

4. ლუის ჰამილტონი - 72 ქულა

5. ლანდო ნორისი - 58 ქულა


6. ოსკარ პიასტრი - 48 ქულა

7. მაქს ვერსტაპენი - 43 ქულა

8. პიერ გასლი - 20 ქულა

9. ოლი ბერმანი - 18 ქულა

10. ლიამ ლოუსონი - 16 ქულა


ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი მონაკოში 5-7 ივნისს გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯორჯ რასელი
კიმი ანტონელი
ლუის ჰამილტონი
მაქს ვერსტაპენი
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

04 ივლ, 2026

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

News image

05 ივლ, 2026

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

News image

19 ივლ, 2026

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა

News image

20 ივლ, 2026

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი