მაქს ვერსტაპენმა სუზუკაში გამართული პრესკონფერენციის დაწყება დღეს იმ პირობით დადო, რომ The Guardian-ის ჟურნალისტი, ჯილს რიჩარდსი, დარბაზში არ იქნებოდა.
მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ, როცა ის გავა.
როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა მიზეზი, მაქსმა თქვა, რომ ეს უკავშირდებოდა იმ კითხვას, რომელიც მან აბუ დაბიში გასულ წელს დაუსვა.
სწორედ ჯილსმა ჰკითხა მაქსს, ნანობდა თუ არა იმას, რაც ესპანეთის გრან პრიზე ჯორჯ რასელთან შეჯახებისას მოხდა და ფიქრობდა თუ არა, რომ იმ რბოლის გამო ჩემპიონატი დაკარგა.
ფორმულა 1-ში იაპონიის გრან პრი 27-29 მარტს გაიმართება.