ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ლანდო ნორისმა მაქს ვერსტაპენის F1-დან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.
„მან ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ყოველთვის ასეთი იყო. ეს მხოლოდ ახლა არ არის - ყოველთვის ძალიან ღიად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, ეთანხმები თუ არა, ის არის საკუთარი თავი და ეს არის ძალიან კარგი გზა ცხოვრებისთვის.
ამიტომ, თუ ეს მართლაც მოხდება, სპორტისთვის ეს იქნება დიდი დანაკლისი, რადგან ის, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელია, ვინც ოდესმე გვინახავს ფორმულა 1-ში.
და ეს ჩვენთვისაც იქნება დანაკლისი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებას ძალიან ართულებს, მასთან რბოლა ყოველთვის სასიამოვნოა. ყოველთვის მაგარია რბოლა ისეთ ადამიანთან, ვინც ოთხჯერ გახდა ჩემპიონი.
შენ ყოველთვის გინდა იასპარეზო მსოფლიოს საუკეთესოებთან და ის ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. ასე რომ, დიახ, ეს სპორტისთვის დანაკლისი იქნება.
მიყვარს თუ არა მასთან რბოლა? კი და არა - ზოგჯერ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც ოდესმე გინახავთ ფორმულა 1-ში. ის ძალიან ძლიერი მეტოქეა. ზოგჯერ ძალიან გირთულებს ცხოვრებას, მაგრამ ეს კარგიცაა, ხომ? მგონია, ყველას უნდა მაქსი ფორმულა 1-ში.
მე მინდა, რაც შეიძლება დიდხანს გავაგრძელო მასთან რბოლა, რადგან ყოველთვის გინდა დაამტკიცო საკუთარი თავი საუკეთესოებთან და ის სწორედ ასეთია.
მას შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა. მან ეს უფლება დაიმსახურა. არაფერზე არ არის ვალდებული. მე კი თვითონაც სიამოვნებით ვუყურებდი, როცა ის GT სერიაში გამოდიოდა იმ დღეს. მან დაიმსახურა უფლება წავიდეს და აკეთოს რაც უნდა.“ - განაცხადა მაკლარენის ბრიტანელმა მრბოლელმა.
დაემორჩილება თუ არა FIA ვერსტაპენის მოთხოვნებს?: ახალი წესები