არსენალთან 3:0 დამარცხების შემდეგ მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მატჩის დასაწყისშივე გაშვებულ გოლსა და გუნდის რეაქციაზე მარესკამ აღნიშნა:
პირველებმა გავუშვით გოლი, მაგრამ ვფიქრობ, სანამ მეორეს გაიტანდნენ, კარგი რეაქცია გვქონდა. გატანის სამი-ოთხი შანსი გვქონდა... მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მერე კი მეორე გოლი მივიღეთ და ყველაფერი გართულდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი... ახლა უნდა გავაანალიზოთ ეს თამაში, სამშაბათიდან კი შემდეგ შეხვედრაზე ფიქრი დავიწყოთ.
მწვრთნელმა ისაუბრა იმ ფეხბურთელებზეც (ჰალანდი, ორაილი, ანდერსონი და გეჰი), რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატიდან ახალ დაბრუნებულები არიან:
გეგმა ყოველთვის ის იყო, რომ ისინი 45 წუთის ან ერთი საათის შემდეგ შეგვეცვალა. ეს გადაწყვეტილება თამაშამდე მივიღეთ, მიუხედავად იმისა, ძირითადში იქნებოდნენ თუ მეორე ტაიმში ითამაშებდნენ.
ჯეკ გრილიშის შესახებ, რომელმაც მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად ითამაშა, მწვრთნელმა აღნიშნა:
ჯეკი მაშინ შემოვიდა, როცა უკვე 2:0 ვაგებდით. თამაში უკვე რთული იყო, მაგრამ საერთო ჯამში ვფიქრობ, კარგად ითამაშა. მას წუთების მიღების სურვილი აქვს, თუმცა ამ მომენტისთვის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ვნახავთ, რა მოხდება.