რეალის ყოფილმა მცველმა მარსელომ უპასუხა კითხვას ყველაზე რთულ მეტოქეებზე, ვის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში უთამაშია.
ბრაზილიელმა საუბარი ასე დაიწყო: „უი, ეს ბიჭები მართლა დიდ პრობლემებს მიქმნიდნენ“.
პირველ ადგილზე ბრაზილიელმა ლიონელ მესი დაასახელა, რომელიც ღიმილით „ძალიან რთულ მეტოქედ“ მოიხსენია.
შემდეგ მან სევილიის ყოფილი ფეხბურთელი ხესუს ნავასი ახსენა.
„ისიც დიდ პრობლემებს მიქმნიდა“, – აღნიშნა მარსელომ.
ბოლოს კი ბრაზილიელმა რეალ სოსიედადის ყოფილი ნახევარმცველი ჩაბი პრიეტო დაასახელა.
„ხალხისთვის ის თითქოს საკმაოდ ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, მაგრამ რეალურად მასთან თამაში წარმოუდგენლად რთული გახლდათ. არ მეგონა, ასე ირბენდა ან ასეთ რამეებს გააკეთებდა… მაგრამ მართლაც ძალიან კარგი იყო“, – განმარტა მარსელომ.
სიის დასასრულს ბრაზილიელმა ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი პედროც დაამატა.