რეალის დაცვის ხაზი მომავალი სეზონისთვის შესაძლოა მნიშვნელოვნად გადახალისდეს.
The Athletic-ის ინფორმაციით, უახლოესი თვეები კლუბში ბოლო იქნება დავით ალაბასთვის. გუნდიდან წასვლის კანდიდატებად ასევე მოიაზრებიან ანტონიო რუდიგერი და დანი კარვახალი — მათი კონტრაქტების შესაძლო გახანგრძლივება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარმოაჩენენ თავს 2026 წელს და რა შთაბეჭდილებას მოახდენენ კლუბზე.
რეალი ზაფხულიდან მზად არის როდრიგო სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაყიდოს, თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა ბრაზილიელის ფორმის გაუმჯობესება ამ გადაწყვეტილების შეცვლას.
გარდა ამისა, მადრიდელებს სურთ ფერლან მენდის გაშვებაც სურთ. თუმცა, სიტუაციას მისი კონტრაქტი ართულებს, რომელიც 2027 ან 2028 წლამდე მოქმედებს. კლუბს ოფიციალურად გახანგრძლივების შესახებ არ გამოუცხადებია, თუმცა ფრანგს რეალთან კიდევ მინიმუმ 2-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს და მისი ტრავმიანობის ფონზე, გასხვისება ძალიან რთულად წარმოსადგენია.