ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლო ხელფასის შემცირებაზე ისაუბრა.
პოლონელი ფორვარდისა და კატალონიური კლუბის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
„ასეთი საუბარი არ ყოფილა. ეს დამოკიდებულია კლუბის გეგმებზე და იმაზე, რა მინდა მე თვითონაც. ახლა 100%-იანი დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ თუ ბარსელონა შემომთავაზებს ახალ კონტრაქტს, აუცილებლად დავთანხმდები.
რა თქმა უნდა, ბარსელონას დიდ პატივს ვცემ და კარგად ვიცი, რა კლუბია ეს. როცა გუნდში მოვედი, ჩემი როლი იყო მენტალიტეტისა და შრომისმოყვარეობის სტანდარტების დამკვიდრება და ამას ვაკეთებდი.
ახლა კი უბრალოდ ვტკბები თითოეული მატჩით, რომელსაც ბარსელონას მაისურით ვატარებ“, — განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.