ჰანს-დიტერ ფლიკი შესაძლოა ბარსელონაში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.
COPE-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი დაინტერესდა, სურს თუ არა გუნდის მთავარ მწვრთნელს კონტრაქტის გაგრძელება 2028 წლის ივნისამდე. თავდაპირველად ფლიკი კარიერის დასრულებას 2026/27 წლების სეზონის შემდეგ გეგმავდა, თუმცა ახლა შესაძლოა გეგმები შეცვალოს — მისი აზრით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ ადრეა.
ფლიკი ძალიან კმაყოფილია კლუბითა და მიმდინარე პროექტით — განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ლა მასიის მუშაობამ.
გარდა ამისა, მის ოჯახს ბარსელონაში ცხოვრება ძალიან მოსწონს. მწვრთნელს კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუსთან და პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი მომავალი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა ლაპორტა პრეზიდენტის პოსტზე.
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წელს გაიმართება.