ბარსელონას ვინგერმა ლამინ იამალმა თავისი უცნაური ჩვევა გაამხილა.
ესპანელმა ფეხბურთელმა YouTube-ზე საკუთარი არხი გახსნა და ორ დღეში ორ მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა.
პირველ ვიდეოში იამალმა მაყურებელს თავისი სახლი დაათვალიერებინა.
„ვცდილობ, ადრე დავიძინო, რომ ღამის შუაში გამეღვიძოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ვიღვიძებ, საათს ვუყურებ და ვამბობ:„კარგია, კიდევ შემიძლია დაძინება."
მაგრამ არა, მე ვიღვიძებ იმისთვის, რომ ორცხობილა ვჭამო. ეს პროცეს ძალიან მომწონს და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მომენტია.
სწორედ ამიტომ ვერ მეყოლება შეყვარებული — რადგან შუაღამისას ვიღვიძებ“, — თქვა იამალმა ვიდეოში.