მარკუს რაშფორდმა ბარსელონაში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
ამ სეზონს ინგლისელი ბარსაში მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარით ატარებს.
— მოგვიყევით ბარსაში თქვენს პირველ თვეებზე. როგორ გაიარეთ ადაპტაცია ქალაქში, კლუბში და გასახდელში?
შესანიშნავად შევეგუე ქალაქსაც და კლუბსაც. ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ კარგად მიმიღეს. აქ იმისთვის ვარ, რომ კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. წინა სეზონი ფანტასტიკური გამოდგა, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად იცვლება და ჩვენი მიზანი — შარშანდელი წარმატების გამეორებაა. სამწვრთნელო შტაბის და თანაგუნდელის მხრივაც ყველაფერი იდეალურად არის, საწუწუნო არაფერი მაქვს.
— თქვენი მთავარი მიზანია მიაღწიოთ იმას, რომ კლუბმა გამოგისყიდოს?
რა თქმა უნდა — ბარსაში დარჩენა ჩემი მთავარი მიზანია, თუმცა არა მიზეზი, რის გამოც თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და ყველაფერს ვაკეთებ. ყველას მთავარი მიზანი და მოტივაცია — გამარჯვებებია. ბარსა არის უდიდესი კლუბი, რომელიც ტიტულების მოსაგებად შეიქმნა.