სპორტინგის და პორტუგალიის ნაკრების ვინგერმა, ფრანსისკო ტრინკაომ 2020 წელს ბარსელონაში გადასვლა გაიხსენა.
„ვერ ვიჯერებდი. მამაჩემს დავურეკე და არ მიპასუხა. შემდეგ დედას დავურეკე და მითხრა, რომ არ სცალია, რაღაც საქმით იყო დაკავებული. დილას მამას კიდევ ერთხელ დავურეკე და მერე მითხრა — "ასეთი ამბავია, ბარსელონას უნდა შენი შეძენა." იმ დღეს შეკრებაზე ვიყავი, თამაში მქონდა. ვიფიქრე, რომ ეს მამაჩემის ერთ-ერთი ხუმრობა იყო.
სხვათაშორის, კარგი თამაში ჩავატარე და მატჩის შემდეგ მამასთან მივედი — როგორც აღმოჩნდა, სიმართლე იყო. თუმცა, ეს დღემდე არარეალური მგონია. ბრაგადან ბარსელონაში ნაბიჯი ძალიან გიგანტურია, რომლისთვისაც, სიმართლე რომ ვთქვა, მზად არ ვიყავი: ბრაგაში შინაური, სახლის ბიჭი ვიყავი. მივეჩვიე, რომ თითქმის სულ მიცავდნენ, შემდეგ კი აღმოვჩნდი ადგილას, სადაც კოლოსალური მოლოდინი დამხვდა.
თავიდან ძალიან გამიჭირდა — განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი იმათთვის, ვისაც ვუყვარვარ, იმიტომ რომ მათ უწევდათ ამ ზეწოლის და კომენტარების ატანა. მე მგონია, რომ გვერდიდან ამ ყველაფერთან გამკლავება კიდევ უფრო რთულია. პირადად ჩემთვის, დროთა განმავლობაში ეს ზეწოლა ბუნებრივი გახდა.
ლეო მესი? მისგან ბევრი რაღაც ვისწავლე. ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ ნაკრებში რონალდუსთან ერთად მეთამაშა. ორივესგან შეიძლება ბევრი რაღაცის სწავლა." — აღნიშნა ტრინკაომ.