მარტინ ოდეგორი მუხლის ტრავმის შესახებ საუბრობს და იმედოვნებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.
არსენალის კაპიტანმა ბორნმუთთან მატჩი გამოტოვა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში მიღებული დაზიანების შედეგი იყო.
ნორვეგიელმა ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ ტრავმა სპორტინგთან მოპოვებული გამარჯვების დროს მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. მიუხედავად ამისა, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და სურს, გუნდს სეზონის გადამწყვეტ ფაზაში დაეხმაროს.
პორტუგალიაში გამართული მატჩის მეორე ტაიმში მუხლში დისკომფორტი ვიგრძენი, რის გამოც უქმეებზე თამაში ვერ შევძელი. იმედია, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ძალიან მინდა მალე დავბრუნდე, რადგან პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ახლა უმნიშვნელოვანესი პერიოდია
არსენალი დღეს, 15 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ისევ სპორტინგს დაუპირისპირდება. კაპიტანი მიიჩნევს, რომ ბორნმუთთან მარცხის შემდეგ ეს საუკეთესო შანსია რეაგირებისთვის.
„ფეხბურთში ყოველთვის გაქვს შანსი, რომ ყველაფერი გამოასწორო. ჩვენ გვაქვს შანსი ისტორია დავწეროთ და ზედიზედ მეორედ გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც კლუბისთვის პირველი შემთხვევა იქნება“, — დასძინა მან.