მარცხი ბერძნებთან - ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევზე გამოსვლა დაასრულა
10 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.
ირის ანტმანის გუნდმა ბოლო, მე-4 ტურში საბერძნეთს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ჩვენების ორივე გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა - მე-6 და 63-ე წუთებზე, ბერძნებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა 15 წლის თეკლა ბერიძემ, რომელიც მოედანზე 76-ე წუთიდან შეიყვანეს.
4 ტურის შემდეგ საბოლოო ცხრილი ასეთია - საბერძნეთმა 12 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გავიდა, ფარერის კუნძულებმა გამოსვლა 6 ქულით დაასრულა, ხოლო ჩვენი გუნდი ბოლოადგილოსანია (0 ქულით).