საქართველოს 2-გზის ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე მე-3 მატჩი გამართა და უკრაინულ ოლეკსანდრიას დაუპირისპირდა.
შეხვედრა ბოლო წუთებამდე უგოლოდ მიდიოდა, სანამ 83-ე წუთზე მატეუშ ამარალმა გამარჯვება უკრაინელებს არ მოუტანა - 1:0. ცნობისთვის, ოლეკსანდრიამ გუშინ ამავე ანგარიშით რუსთავს მოუგო.
დინამო ბათუმმა, ოლეკსანდრიასთან დაპირისპირებამდე, ჩრდილოეთ მაკედონიურ სილეკსთან (1:2) და უზბეკურ ნეფტჩი ფარგონასთან (1:4) ითამაშა და ორივესთან დამარცხდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონს 1-ელ მარტს, დინამო თბილისთან გასვლითი შეხვედრით იწყებს.