საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა და თასის გამარჯვებულმა, დილა გორმა თურქულ შეკრებაზე დონეცკის შახტართან ამხანაგური მატჩი გამართა.
უკრაინელებმა პირველ 10 წუთში 2 გოლი გაიტანეს, რასაც მეორე ნახევარში კიდევ ერთი მიაყოლეს და 3:0 დაწინაურდნენ. გორელებმა დარჩენილ დროში 2 გოლი შეაგდეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 2:3. თავი ტრეივონ ფულერმა და შოთა შეყილაძემ გამოიჩინეს.
დიეგო ლონგოს გუნდი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის პირველ შეხვედრას 1-ელ მარტს, სეზონის დებიუტანტ რუსთავთან გორში ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ დილასთან მატჩის დასრულებიდან დაახლოებით 1 საათში, შახტარმა კიდევ ერთი ქართული გუნდის, რუსთავის წინააღმდეგ ითამაშა და 3:0 გაიმარჯვა.