თბილისის ლოკომოტივის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, გიორგი ყიფიანმა კლუბი დატოვა.
"პირველი - ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რაც ლოკომოტივისთვის გავაკეთე. მეორე - ბედნიერი ვარ იმით, რაც ლოკომოტივმა ჩემთვის გააკეთა. მესამე - ლოკომოტივი ყოველთვის იდგა სწორ მხარეს, აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და ღიად საუბრობდა იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შენდებოდეს. ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ", - დაწერა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ყიფიანმა.
თავის მხრივ, 11-წლიანი თანამშრომლობისა და კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ყიფიანს მადლობა კლუბმა ოფიციალური განცხადებით გადაუხადა.
თბილისურმა კლუბმა 2020-21 წლების ევროსეზონში ისტორიულ წარმატებას მიაღწია - რუმინული კრაიოვასა და დინამო მოსკოვის დამარცხებით, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 რაუნდში გავიდა და იქ ესპანურ გრანადასთან დამარცხდა.
ლოკო გასულ წელს საქართველოს მე-3 ლიგაში ისტორიაში პირველად გავარდა - ლიგა 2-ის პლეი-ოფში დუშეთთან პენალტების სერიით წააგეს.