12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში ფეიენოორდმა შინ მილანი დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ დე კუიპზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
წვიმიან ამინდში ერთადერთი გოლი უკვე მე-3 წუთზე გავიდა, როცა ბრაზილიელი იგორ პაიშაოს შორეულ გასროლას მილანელთა კიპერმა მაიკ მენიომ ვერაფერი დაუპირისპირა და ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.
ფეიენოორდიდან ამ ზამთარს ნაყიდმა სანტიაგო ხიმენესმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატცი სასტარტოში დაიწყო და 82 წუთი ითამაშა, თუმცა მილანს მატჩის გადარჩენაში ვერ დაეხმარა.
საპასუხო დაპირისპირება 18 თებერვალს, სან სიროზე გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები