ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის 250-ქულიან ტურნირზე გამოსვლა 1/8 ფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ჯიოვანი მპეტში პერიკართან შეხვედრა პირველი სეტის 5:7-ით წაგების შემდეგ მატჩის გაგრძელება, ტრავმის გამო, ვეღარ შეძლო და ტურნირიდან მოეხსნა.
ნიკა ამჟამად მსოფლიოს 101-ე ჩოგანია - 642 ქულა აქვს და ასეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.