-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს მიიღებს. რამაზ სვანაძის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა.
U21 ნაკრების განაცხადი ნოემბრის პლეი-ოფის მატჩებისთვის
საქართველოს U21 ნაკრები ჯგუფში ნიდერლანდების, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვისა და გიბრალტარის გუნდებთან ერთად იყო. პირველი ადგილი 30 ქულით ნიდერლანდელებმა დაიკავეს, ჩვენებმა კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გადამწყვეტ მატჩში გამარჯვებით მე-2 ადგილი გაინაღდეს და ჯამში 19 ქულა დააგროვეს.
ხორვატებს კი თავიანთ ჯგუფში პორტუგალიელებმა აჯობეს. ივიცა ოლიჩის გუნდმა კი უკან საბერნეთი, ფარერის კუნძულები, ბელარუსი და ანდორა მოიტოვა. ჩვენმა მეტოქეებმა ჯგუფში 22 ქულა დააგროვეს.
საქართველო - ხორვატიის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას, 19:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ბილეთების ყიდვა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.
განმეორებითი მატჩი 19 ნოემბერს, რიეკას ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
ახალი კონტრაქტი - სვანაძე U21 ნაკრების მწვრთნელობას გააგრძელებს
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები