ენცო მარესკას თქმით, ესტევაოს და ლამინ იამალის მესი სდ არონალდუს გატოლება საჭირო არ არის.
„ესტევაოს დღევანდელმა გოლმა ის გოლი გამახსენა, რომელიც მან ჩვენს კარში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიტანა. ძალიან ჰგავდა, იგივე მოძრაობები იყო.
ჩელსის ფანები იამალს: "შენ უბრალოდ ცუდი ესტევაო ხარ"
უნდა მოეშვას და თამაშისგან სიამოვნება მიიღოს, ფეხბურთი ითამაშოს. ის და იამალი ჯერ მხოლოდ 18 წლისები არიან და მესისთან და რონალდუსთან მათი შედარება ზედმეტად დიდი წნეხია ამ პატარა ბავშვებისთვის.
ისინი ვარჯიშზე ბედნიერები უნდა მოდიოდნენ და თუ ჩვენ მათ მუდმივად იმ ორს შევადარებთ, ეს მეტისმეტი იქნება." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.