ლონდონის ჩელსის მწვრთნელმა ენცო მარესკამ ბარსელონასთან 3:0 გამარჯვება შეაფასა.
როგორც იცით, მატჩის 44-ე წუთიდან ბარსელონა 10 კაცით თამაშობდა, მოედნიდან რონალდ არაუხო გააძევეს.
„ჩვენ 11:11-ზეც მშვენივრად გამოვიყურებოდით. თქვენც კარგად იცით, რომ ბარსა კომფორტულად გრძნობს თავს ბურთით და არც ისე, როცა ეს ბურთი არ აქვს.
ვცდილობდით მომენტების მოძებნას, გოლებიც გავიტანეთ და სამი გოლი გაგვიუქმეს კიდეც. სხვა ბევრი მომენტიც იყო.
მატჩის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ ახლა მთავარი ძალების აღდგენაა. პარასკევიდან უკვე არსენალზე უნდა დავიწყოთ ფიქრი.
ეს საჭირო იმპულსი უნდა შევინარჩუნოთ. გაცილებით მარატივია ძალების აღდგენა მოგებული მატჩების შემდეგ." - აღნიშნა იტალიელმა.