ჰანსი ფლიკი ჩელსისთან მატჩში რონალდ არაუხოს მოქმედებით, რომელიც გაძევებას უძღვოდა წინ, ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
ურუგვაელმა პირველივე ტაიმში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 44-ე წუთზე ბარსელონა კაცნაკლული დატოვა. პირველ შემთხვევაში არაუხო მსაჯთან კამათისთვის გააფრთხილეს, მეორეში კი - მარკ კუკურელიაზე დაჯარიმებისთვის.
მარესკა: "11:11-ზეც მშვენივრად ვთამაშობდით"
„არ ვიცი, რა მოხდა პირველი ყვითელი ბარათის დროს. უნდა დაველაპარაკო და ვიდეოც ვნახო. რაც შეეხება მეორე გაფრთხილებას - მას ასე არ უნდა ემოქმედა. არ იყო ასეთი ჯარიმისთვის საჭირო სიტუაცია და მომენტი.
თუმცა, ეს ფეხბურთია და აქ მსგავსიც ხშირად ხდება." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.