ბარსელონამ ჩელსისთან მატჩში ხანგრძლივი საგოლე სერია შეწყვიტა.
გუშინ საღამოს სტემფორდ ბრიჯზე კატალონიური გუნდი ჩელსისთან 0:3 განადგურდა.
ეს იყო პირველი მატჩი 2024 წლის 15 ნოემბრის შემდეგ, როცა ბარსელონამ მეტოქის კარში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა. უკანასკნელად მსგავსი რამ ლეგანესთან (0:1) შეხვედრაში მოხდა.
მას შემდეგ, ბარსელონა მეტოქის კარში გოლის გატანას ზედიზედ 53 მატჩის განმავლობაში ახერხებდა.
უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, ბარსამ უგოლოდ მოედანი 2023 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა პირველად. მაშინ კატალონიელებმა შახტართან 0:1 წააგეს და ამის შემდეგ ზედიზედ 22 მატჩში ახერხებდნენ მეტოქის კარში მინიმუმ ერთი გოლის გატანას.