ჰანსი ფლიკმა ბარსელონას ჩელსისთან (0:3) წაგებული მატჩი შეაფასა.
მატჩის 44-ე წუთიდან ბარსელონა რონალდ არაუხოს გაძევების გამო კაცნაკლული თამაშობდა.
„ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან და ამის შემდეგ, განსაკუთრებით კაცნაკლულად თამაში ასეთი ჩელსის წინააღმდეგ, ძალიან გაგვიჭირდა. ვიბრძოდით, დადებითი მომენტებიც დავინახე, თუმცა ბურთს ზედმეტად ბევრჯერ ვკარგავდით. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ახლა.
მარტივ ბურთებს ვკარგავდით და არასწორ პასებს ვაკეთებდით. ეს ყველაფერი გასაანალიზებელია. არ ვიცი, რამდენი წუთი ზუსტად, მაგრამ საკმაოდ დიდხანს მოგვიწია კაცნაკლულად ყოფნა.
ჩელსი ბურთთან მოქმედებაში ძალიან კარგია. ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა პოზიტიურადაც ვიფიქროთ.
რვა საუკეთესოში მოხვედრა გაჭირდება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით." - აღნიშნა ფლიკმა.