VIDEO: დომინანტური თამაში სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსიმ ბარსელონა გაანადგურა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-5 ტურში ჩელსიმ საკუთარ მოედანზე ბარსელონა გაანადგურა.
სტემფორდ ბრიჯზე გამართული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ორი სწრაფი არჩათვლილი გოლის შემდეგ, ჩელსი 27-ე წუთზე კუნდეს ავტოგოლით დაწინაურდა. პირველი ტაიმის მიწურულს კატალონიელთა მდგომარეობა არაუხოს გაძევებით დამძიმდა, რომელმაც 12 წუთის ინტერვალში ორი გაფრთხილება მიიღო და ბარსელონა კაცნაკლული დატოვა.
მეორე ნახევარში ჩელსიმ რიცხობრივი უპირატესობით სათანადოდ ისარგებლა და ბარსას ორი უპასუხო გოლი გაუტანა - 55-ე წუთზე ბრწყინვალე ინდივიდუალური სლალომის შემდეგ ესტევაომ შეაგდო, წერტილი კი 73-ე წუთზე ენცო ფერნანდესის პასით ლიამ დელაპმა დასვა.
ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა, 10 ქულა დააგროვა და ოთხეულში შევიდა, ბარსელონას ანგარიშზე კი 7 ქულა დარჩა და გუნდი ამ ეტაპზე მე-15 ადგილზეა, თუმცა ტურის ბოლოს შესაძლოა უფრო დაქვეითდეს.