გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 მატჩი წააგო. ესპანელები დორტმუნდის ბორუსიასთან სტუმრად 0:4 დამარცხდნენ.
ჟორჟს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მთელი დღევანდელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ლა ლიგის გასულ ტურშიც ცვლილებაზე, 28 წუთით, ითამაშა.
ვილიარეალმა ჩემპიონთა ლიგაზე 5-დან მე-4 მატჩი დათმო და აქტივში მხოლოდ 1 ფრე აქვს, რითაც 36 გუნდში 33-ე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს, ასევე 1-ქულიან კოპენჰაგენს უმასპინძლებენ.
მიქაუტაძეს, ვალენსიელთა მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 4 გოლი და 2 ასისტი აქვს.