ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის პირველი სათამაშო დღე საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.
რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ვიხილეთ - ნაადრევ მატჩებში უქულო აიაქსისა და ბენფიკას დაპირისპირებაში გამარჯვებული ჟოზე მოურინიოს გუნდი გამოვიდა, გალათასარაიმ კი საკუთარ მოედანზე სენსაციურად როიალ უნიონთან წააგო.
დღის ცენტრალურ მატჩში ჩელსიმ ბარსელონა უშანსოდ დაამარცხა, პეპს ექსპერიმენტები ძვირად დაუჯდა, იუვენტუსმა კი ბოდო გლიმტი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი სტუმრად დორტმუნდთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, თუმცა ქართველ ფორვარდს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
გთავაზობთ ყველა მატჩის შედეგს:
აიაქსი 0:2 ბენფიკა
გალათასარაი 0:1 როიალ უნიონი
ბოდო გლიმტი 2:3 იუვენტუსი
ჩელსი 3:0 ბარსელონა
დორტმუნდი 4:0 ვილიარეალი
მან სიტი 0:2 ლევერკუზენი
მარსელი 2:1 ნიუკასლი
ნაპოლი 2:0 ყარაბაღი
სლავია 0:0 ბილბაო.