უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტური საინტერესო მატჩებით დაიხურება.
დღე ორი ადრეული შეხვედრით გაიხსნება. ერთმანეთს ორი მოუგებელი გუნდი დაუპირისპირდება, კოპენჰაგენი საკუთარ მოედანზე გიორგი ზარიას კაირათს მიიღებს. ორივე გუნდს 1 ქულა აქვს და ამ სეზონში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ასევე ერთნაირი სიტუაციაში არიან პაფოსი და მონაკო, რომელთაც საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრის შანსი აქვთ. ორივე მათგანმა პირველი გამარჯვება წინა ტურში მოიპოვა და ახლა ზედიზედ მეორე მატჩის მოგებას შეეცდებიან.
ღამის სესია კი ბევრი საინტერესო თამაშით არის დახუნძლული. ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ლიგის ფაზის 2 ლიდერი გუნდი შეხვდება. არსენალი ემირეითსზე ბაიერნს მიიღებს. ორივე გუნდს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და საინტერესოა, რომელიმე მათგანი თუ მოახერხებს იდეალური სერიის გაგრძელებას.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი - რაია; ტიმბერი, სალიბა, ჰინკაპი, კალაფიორი; სუბიმენდი, რაისი, ზე; საკა, მერინო, ტროსარი
ბაიერნი - ნოიერი; ლაიმერი, უპამეკანო, ტა, სტანიშიჩი; კიმიხი, პავლოვიჩი; კარლი, ოლისე, გნაბრი; კეინი
კიდევ ერთი 12-ქულიანი გუნდი ინტერის სახით მადრიდს ესტუმრება და ატლეტიკოს დაუპირისპირდება, დიეგო სიმეონეს გუნდი შეეცდება ნერაძურის იდეალური სტატისტიკა გაუფუჭოს.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო - მუსო; მოლინა, ხიმენესი, ჰანცკო, რუჯერი; სიმეონე, ბარიოსი, კოკე, გონსალესი; სორლოტი, ალვარესი
ინტერი - ზომერი; აკანჯი, აჩერბი, ბასტონი; აუგუსტო, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ჟელინსკი, დიმარკო; მარტინესი, ტურამი
მნიშვნელოვანი მატჩი ელის გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს, რომელიც ენფილდზე პსვ-ს მიიღებს. საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად სლოტის გუნდისთვის ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული - ალისონ ბეკერი; სობოსლაი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი; ჯონსი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი; სალაჰი, ეკიტიკე, გაკპო
პსვ - კოვარი; დესტი, სხაუტენი, გასიოროვსკი, სალაჰ-ედინი; მაურო ჟუნიორი, ვეერმანი; მანი, საიბარი, პერიშიჩი; ტილი
რთული გასვლა ელის მადრიდის რეალს, რომელიც საბერძნეთში ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდება. ჩაბი ალონსოს გუნდს 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ შემთხვევაში წარუმატებლობაც სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი - ცოლაკისი; როდინეი, რეცოსი, პიროლა, ორტეგა; ჰეცი, დანი გარსია; ჯელსონ მარტინსი, ჩიკინიო, პოდენსე; ელ ქააბი
რეალი - ლუნინი; ალექსანდერ-არნოლდი, რაულ ასენსიო, ჩუამენი, კარერასი; კამავინგა, ვალვერდე, ბელინგემი; არდა გიულერი, ვინისიუს ჟუნიორი, მბაპე
პარკ დე პრენსზე წლევანდელი სუპერ თასის რემატჩს ვიხილავთ. ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ტოტენჰემს უმასპინძლებენ. ლუის ენრიკეს მიზანი ტოპ 8 გუნდში ადგილის გამყარებაა, ლონდონელებს კი თავის მხრივ პარიზელებზე 1 ქულით ნაკლები აქვთ და პარიზში წარმატება მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ - შევალიე; ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; კვარაცხელია, მაიულუ, ბარკოლა
ტოტენჰემი - ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, სპენსი; სარი, ჟოაო პალინია, ბენტანკური; კუდუსი, რიშარლისონი, სიმონსი
გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი ლისაბონში ბრიუგეს დაუპირისპირდება. პორტუგალიური გუნდი პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და ბელგიელები კი 24 გუნდს მიღმა არიან, ასე რომ ორივე გუნდისთვის სასწორზე ბევრი რამ დევს.
21:45
კოპენჰაგენი - კაირათი
პაფოსი - მონაკო
00:00
არსენალი - ბაიერნი
ატლეტიკო - ინტერი
აინტრახტი - ატალანტა
ლივერპული - პსვ
ოლიმპიაკოსი - რეალი
პსჟ - ტოტენჰემი
სპორტინგი - ბრიუგე