კლიან მბაპე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მე-100 მატჩის ჩასატარებლად ემზადება.
27 წლის ფეხბურთელი, რომელიც უკვე ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ამ ნიშნულს ერაყთან დაპირისპირებაში მიაღწევს.
მბაპეს სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაიწყო და მას შემდეგ ის არაერთი ისტორიული მიღწევის ავტორი გახდა. მის აქტივშია 58 გოლი საფრანგეთის მაისურით, საშუალოდ 0.59 გოლი თითო მატჩში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ 15 შეხვედრაში მან 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2018 წელს მან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წლის მუნდიალის ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიკი კი კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო მის კარიერაში.
საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელთა სიაში, რომლებმაც 100 და მეტი მატჩი ჩაატარეს, მბაპე ისეთ სახელებს უერთდება, როგორებიც არიან უგო ლორისი (145 მატჩი), ლილიან ტურამი, ტიერი ანრი, ზინედინ ზიდანი, პატრიკ ვიეირა და დიდიე დეშამი.
მბაპეს სამომავლო მიზნებს შორის მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდების გაუმჯობესებაა: მას ერთი გოლი აკლია რონალდუს შედეგის გასათანაბრებლად, ხოლო ორი გოლი მიროსლავ კლოზესა და ლიონელ მესის რეკორდამდე.