სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
8 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტოტენჰემის ექს-მეკარემ, ფრანგმა უგო ლორისმა უცნაური საჩუქარი გაიხსენა, რომელიც კლუბის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, ფეხბურთელებს გაუკეთა.
2019 წელს, ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულთან დამარცხდა - 0:2.
„ფინალამდე ოთხი დღით ადრე, პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ ყველა ერთად შეგვკრიბა და გამოგვიცხადა, რომ სპონსორის დახმარებით, თითოეული ჩვენგანი კლუბისგან საჩუქრად ძვირიან საათს მიიღებს.
თავიდან, ელეგანტური ყუთების დანახვა გაგვიხარდა. შემდეგ კი გავხსენით და აღმოვაჩინეთ, რომ საათს უკნიდან ფეხბურთელის სახელი და წარწერა აქვს: "ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი - 2019".
„ფინალისტი". ვინ აკეთებს ასეთ რაღაცას, ასეთ დროს? ახლაც ვერ გამოვდივარ იმ მდგომარეობიდან და დამიჯერეთ, მარტო არ ვარ. რომ მოგვეგო, ის არ დაიბრუნებდა საათს იმისთვის, რომ „გამარჯვებული" ამოეტვიფრა.
უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ ამ ადამიანის და იმ ყველაფრის მიმართ, რაც მან კლუბისთვის მმართველის რანგში გააკეთა, მაგრამ არის რაღაცები, რის მიმართაც ის უბრალოდ უგრძნობია.
როგორი საოცარიც არ უნდა ყოფილიყო ეს საათი, მას ვერასდროს ვერ ვატარებდი. მერჩივნა, რომ ზედ არაფერი წერებოდა. ფინალის შემდეგ, სასტუმროში შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კლუბის ზოგი თანამშრომელი მარცხით არასაკმარისად დამწუხარებული იყო.
ვისურვებდი, რომ იმ მომენტში, ხალხი ჩემთან მოსულიყო და ეთქვა, რომ არ მენერვიულა და რომ ასეთი რაღაც აღარ განმეორდება.
მაგრამ, როდესაც ფინალის შემდეგ საკუთარ ნომერში ავედი, ვფიქრობ, ისეთივე გრძნობა მქონდა, როგორიც მაურისიო პოჩეტინოს და ჰარი კეინს: საერთოდ სურს ამ კლუბს გამარჯვებები?
მაგალითად, რეალ მადრიდი არასდროს არ აღნიშნავდა წაგებულ ფინალს, ასე უნდა მოვქცეულიყავით ჩვენც." - აღნიშნა ტოტენჰემის ექს-მეკარემ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები