მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, მათე ბერუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
73 კგ.-მდე წონით კატეგორიაში, ბერუაშვილმა 1/4 ფინალურ ეტაპზე, ვაზარითა და ორი იუკოთი, იტალიელი ფრედერიკო ბოსისი დაამარცხა, ხოლო 1/2 ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კანტიძეს მოუგო.
ქართველი ჯუდოკა ფინალში, ევროპის ჩემპიონობისთვის, რუმინელ იოან ძიტაცს დაუპირისპირდა, დამარცხდა და კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის სტატუსს დასჯერდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის მე-3 მედალია - მათე გოგობერიშვილმა (60 კგ.) ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ნინო ლოლაძე (57 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ტურნირის პირველ დღეს ჩვენი ქვეყანა ნინო წიკლაურმა (57 კგ.) და გიორგი ლოლაძემაც წარმოადგინეს. ლოლაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა.