მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილს მაგდი ამაჩოვზე ჰკითხეს.
"შენი ვარჯიშის პარტნიორი, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობდა ახლა უმართან ერთად ვარჯიშობს, რა ხდება?"
"მაგდიზე საუბრობ? ის მიყვარს, მე მას დავეხმარე, მაგრამ ეს იმის გამო არ გამიკეთბია, რომ ის მე მეკუთვნის. ის დიდი კაცია და რაც უნდა, ის შეუძლია გააკეთოს. ის დაღესტნიდანაა. ვიცი, რომ მას ისლამ მახაჩევი, ხაბიბ და უმარ ნურმაგომედოვები უყვარს. ისინი ერთმანეთს მუსლიმ ძმებს ეძახიან.
ეს მისი ქვეყანა და მეგობრები არიან. მე ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ამის გამო მას არ განვსჯი, მასზე არ ვარ გაბრაზებული." - უთხრა ქართველმა ჩემპიონმა იუთუბერ The Schmo-ს.
თავის დროზე მერაბი მაგდი ამაჩოვს აშშ-ში დაეხმარა, საკუთარ სახლში მიიღო და დარბაზში მიიყვანა, სადაც ერთად ვარჯიშობდნენ. მერაბისა და უმარის ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ კი ამაჩოვი ნურმაგომედოვის ბანაკში გადავიდა.
დვალიშვილი ქამარს ნურმაგომედოვის წინააღმდეგ 19 იანვარს დაიცავს.
ფოტო: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა..." - დვალიშვილის სპეციალური შორტი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები